მთავარი / სიახლეები / პარატიჩი სეზონზე და სამომავლო გეგმებზე

პარატიჩი სეზონზე და სამომავლო გეგმებზე

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ფიორენტინასთან“ (2:1) მატჩისა და სკუდეტოს გაფორმების შემდეგ ისაუბრა.

ფაბიო შეეხო როგორც მასიმილიანო ალეგრის, ისე ფედერიკო კიეზას საკითხს, რომელიც ტურინულმა პუბლიკამ აპლოდისმენტებით გააცილა მინდვრიდან.

„ალეგრის მომავალი? ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ დღეს არაა შესაფერისი დღე ამაზე სალაპარაკოდ. მინდა ყველას კომპოლიმენტი ვუთხრა, ვინც „იუვენტუსში“ მუშაობს, მათ შორის გოგონებსაც, რომლებიც ასევე ჩემპიონები გახდნენ დამსახურებულად. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღეა. ყველამ იცის, რომ გამარჯვება რთულია, მისი შენარჩუნება კიდევ უფრო რთულია, ხოლო ზედიზედ რვა სკუდეტო შეუძლებელი მოვლენაა.

კიეზა? ობიექტურად ძალიან კარგი ფეხბურთელია და დღეს მას დაკვირვება არ სჭირდება. ჩემი საუკეთესო ტრანსფერი? ამ წლებში მარტო არ მიმუშავია, ხელმძღვანელობაში ბევრი ადამიანია, ჩვენ მარტო არასდროს ვმუშაობთ. მიჯრით რვა სკუდეტო შეუძლებელი მოვლენაა. ჩვენ, როდესაც მოვედით 200 მილიონი გამოვყავით, დღეს ეს თახნა 500 მილიონს შეადგენს. მადლობა უნდა ვუთხრათ დელ ნერის, კონტესა და ალეგრის. დიბალა? პაულო „იუვენტუსის“ ფეხბურთელია და ჩვენთან რჩება.

ტრანსფერები? ძალიან რთული იქნება რონალდუს მსგავსი ოპერაციის გამეორება. ტრანსფერებზე შემდეგ ვიფიქრებთ. ვწუხვარ, რომ „აიაქსთან“ დავმარცხდით, მაგრამ ბოლო წლებში ჩვენ 5-ჯერ ვითამაშეთ მეოთხედფინალში და ორჯერ ფინალში“, – თქვა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …