ფლორენციის „ფიორენტინას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯანკარლო ანტონიონიმ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩის წინ ისაუბრა და ტურინელთა შესახებ კომენტარი გააკეთა.
მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის განცხადებით, „იუვეს“ „აიაქსის“ სახით ურთულესი მეტოქე ჰყავდა.
„ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ ურთულესი მეტოქე ჰყავდა, რომელიც არაპროგნოზირებადია. „აიაქსი“ ახალგაზრდული გუნდია, სავსე ნიჭით, როგორიც 70-იან, 80-იან წლებში ჰყავდა. ამსტერდამელთა ბევრი ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში თავისუფლად ითამაშებდა. ყველაზე მეტად დე იონგი მომწონს, რომელიც თამაშს საოცარ ორგანიზებას უწევს. „ბარსელონამ“ მის სანაცვლოდ თვალსაჩინო თანხა გადაიხადა.
შესაძლოა ასეთ დროს „იუვესთან“ თამაში ჩვენთვის უკეთესი იყოს ან უარესი. ყოველშემთხვევაში ვეცდებით, რომ ჩვენი თამაში ჩავატაროთ. „იუვენტუსმა“ ინტრიგა ჩემპიონატში დიდი ხანია მოკლა და ამ თამაშის შედეგზე დამოკიდებული არაფერია.
ალეგრი? ის კარგად მუშაობს, მაგრამ ცხადია, მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ის, რომ ანიელიმ დაადასტუროს მისი პოსტზე დატოვება“, – თქვა ანტონიონიმ.