ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მასიმილიანო ალეგრისთან კონფლიქტი აქვს და ტრავმა არ აწუხებს.
დღეს Goal-მა La Stampa-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ „აიაქსთან“ მატჩისწინ ხორვატსა და იტალიელ სპეციალისტს შორის კონფლიქტი მოხდა და ამიტომაც, მიმდინარე სეზონში მისი თამაში გამოირიცხა. გარდა ამისა, მიუხედავად ორი კვირის წინ კონტრაქტის გახანგრძლივებისა, ზაფხულში გუნდიდან წასვლის შანსიც გაიზარდა.
თუმცა, მანჯუკიჩმა ეს ინფორმაცი უარყო და ტვიტერში ღიმილით გამოეხმაურა…