ტურინის „იუვენტუსისა“ და მასიმიალინო ალეგრის ურთიერთობა ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, შესაძლოა გაგრძელდეს. Rai sport-ის ცნობით, მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე ფიქრობენ.
თუ შეთანხმება შედგა, ალეგრი კონტრაქტს 2022 წლამდე გაახანგრძლივებს და სეზონში 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2020 წლამდეა.
Gazzetta Dello Sport-ი კი წერს, რომ ანიელი და ალეგრი მართლაც ფიქრობენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე. თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და შესაძლოა „იუვეს“ პრეზიდენტმა გადაიფიქროს კიდეც. ასეთ შემთხვევაში კი მოვლენების ჩრდილში ჯუზეპე მაროტა და „ინტერი“ არიან, სადაც ალეგრის სამსახურზე უარს არ იტყვიან.