მარიო მანჯუკიჩსა და მასიმილიანო ალეგრის შორის კონფლიქტია. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მანჯუკიჩს „აიაქსთან“ თამაში ტრავმის გამო გაუცდა და როგორც ალეგრიმ გუშინ განაცხადა, ალბათ ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
თუმცა, La Stampa-ს ცნობით, ხორვატი სინამდვილეში ტრავმირებული არაა და ყველაფერი მწვრთნელთან დაპირისისპირების ბრალია. წყარო იტყობინება, რომ „აიაქსთან“ მეორე მატჩამდე მარიოსა და ალეგრის შორის კონფლიქტი მოხდა და სწორედ ამიტომ იტალიელმა თავკაცმა ის შემადგენლობიდან ამოიღო.
საინტერესოა, რომ მანჯუკიჩმა ცოტა ხნის წინ „იუვენტუსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, დიდი ალბათობით ბალკანელს ზაფხულში ტურინის დატოვება მოუწევს.