მთავარი / სიახლეები (გვერდი 430)

სიახლეები

იკარდი “იუვეში”, პიანიჩი – პსჟ-ში?

„იუვენტუსისა“ და მაურო იკარდის შესაძლო ურთიერთობის შესახებ საუბარი არ წყდება. მეტიც, რაც უფრო და უფრო ახლოვდება სატრანსფერო ფანჯარა, უფრო მეტად იზრდება არგენტინელის ტურინში შესაძლოა გადასვლაზე საუბარი. იკარდი ამჟამად იჯარით პსჟ-ში თამაშობს და „ინტერის“ საკუთრებაა. თუმცა, ფრანგები მზად არიან მისი ტრანსფერი 70 მილიონ ევროდ გამოისყიდონ და 85 მილიონ ევროდ გაყიდონ. თუმცა, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ემერსონის გადაბირებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილო-იტალიელი მცველის ემერსონ პალმიერის გადაბირებას ეცდება. ემერსონი სეზონის პირველ ნახევარში „ჩელსიში“ მუდმივად თამაშობდა, მაგრამ 2020 წელს სასტარტოში ადგილი დაკარგა და მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ზაფხულში ემერსონი იტალიაში დაბრუნდება. ბრაზილიური ფესვების …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” სამ ფეხბურთელს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ჯორჯო კიელინის, ჯანლუიჯი ბუფონსა და ბლეზ მატუიდის მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ. თუმცა, Corriere Torino-ს ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში ახლი ხელშეკრულებები მზადაა და ერთი წლით კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ. შესაბამისად, ბუფონს, კიელინის და მატუიდის „იუვეში“ დამდეგ სეზონშიც ვიხილავთ. ასევე მზადაა პაულო დიბალას ახალი კონტრაქტიც, რომელსაც მხარეები სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გააფორმებენ.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ფეხბურთელებს COVID-19-ის ტესტები ჩაუტარდათ

ტურინის „იუვენტუსში“ კორონავირუსის ტესტები ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ჩაუტარდათ და სამი შემთხვევის გარდა, უარყოფითი პასუხები დაფიქსირდა. ამრიგად, დაინფიცირებულთა შორის ისევ დანიელე რუგანი, ბლეზ მატუიდი და პაულო დიბალა არიან. ყველა მათგანი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს იზოლირებულნი არიან. აქვე გეტყვით, რომ გონსალო იგუაინმა, დუგლას კოშტამ, სამი ხედირამ მირალემ პიანიჩმა და როდრიგო ბენტანკურმა …

სრულად წაკითხვა »

პაულო დიბალას კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ არგენტინელმა სოციალურ ქსელში თავად გააკეთა განცხადება. „მოგესალმებით ყველას, მინდა გაცნობოთ, რომ ახლახან მივიღე კორონავირუსის ტესტის პასუხი, რომელიც ამჟერად დადებითია, როგორც ჩემს, ისე ორიანას (მისი შეყვარებული) შემთხვევაში. საბედნიეროდ, იდეალურად ვართ. მადლობა ყველას შეტყობინებებისთვის“, – დაწერა დიბალამ. შეგახსენებთ, რომ დიბალა 11 მარტიდან მოყოლებული …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” პსჟ-ს დიბალას გასხვისებაზე უარი უთხრა

ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალას შენარჩუნება საბოლოოდ გადაწყვიტა. იტალიური მედიის ინფორმაციით, გასულ კვირაში პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ტურინელებს არგენტინელის შესხებ ინფორმაცია მოითხოვა, რომ მის ტრანსფერზე მუშაობა დაეწყო. თუმცა, „იუვენტუსმა“ ფრანგულ მხარეს მტკიცე უარი განუცხადა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ დიბალას გაყიდვას არ აპირებს. გასული ზაფხულის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა პაულო …

სრულად წაკითხვა »

მოლენაარი: “დე ლიხტი “იუვეში” ძალიან ბედნიერია და შეიძლება 10 წელი ტურინში დარჩეს”

მატიას დე ლიხტის შესახებ Tuttosport-თან კეიე მოლენაარმა ისაუბრა, რომელიც მისი შეყვარებულის, ანეკის მამაა და ადრე ფეხბურთელიც იყო. „მატიასი და ანეკი იტალიაში ბედნიერები არიან, ტურინი ძალიან მოსწონთ და ვფიქრობ, ხუთი ან შეიძლება 10 წელი იქ დარჩებიან. დე ლიხტი, როგორც მცველი გაიზარდა და ყოველდღე პროგრესირება შეუძლია, რადგან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. კიელინი …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო კორონავირუსზე, ნახევარმცველებზე და “იუვენტუსზე”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და არამხოლოდ საფეხბურთო თემებზე ისაუბრა, არამედ მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო. „ახლა აუცილებელია სახლში დარჩენა. ყოველდღე ვისმენთ ინფორმაციას ახალი ინფიცირებულების შესახებ, მაგრამ ადამიანები სუპერმარკეტებში სიარულს აგრძელებენ. უფრო მეტი პასუხისგმებლობაა საჭირო, თუნდაც იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამ სიტუაციას ებრძვის. მე ვრჩები სახლში და …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ახლა ყველა ერთი გუნდის გულშემატკივარია და ერთად იბრძვის”

პაულო დიბალამ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, კორონავირუსი არ აქვს. არგენტინელი იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. „მადლობას ვუხდი ყველა ექიმს, ვინც რისკზე მიდის, ჩვენც შეგვიძლია მათი დახმარება და დავრჩეთ სახლში. გარეთ არ გვადივართ. გვენატრება ვარჯიში და თამაში, მაგრამ მთავრობისა და პროფესიონალების გადაწყვეტილებას …

სრულად წაკითხვა »

კუადრადო: “რუგანი და მატუიდი უკეთ არიან”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ განაცხადა, რომ დანიელე რუგანი და ბლეზ მატუიდი უკეთ არიან. კოლუმბიელის განცხადებით, გაცემული რეკომენდაციების მიხედვით უნდა იმოქმედონ. „მშვიდად ვართ, რადგან ჩვენი თანაგუნდელები (რუგანი და მატუიდი) კარგად არიან. მივყვები მთავრობის რეკომენდაციებს. სიტუაცია ადვილი არაა, მაგრამ ღმერთთან ახლოს უნდა ვიყოთ და ხელისუფლების მითითებები გავითვალისწინოთ. კოლუმბიაში ხალხს არ სჯერა …

სრულად წაკითხვა »