მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ემერსონის გადაბირებას ეცდება

“იუვენტუსი” ემერსონის გადაბირებას ეცდება

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ლონდონის „ჩელსის“ ბრაზილო-იტალიელი მცველის ემერსონ პალმიერის გადაბირებას ეცდება.

ემერსონი სეზონის პირველ ნახევარში „ჩელსიში“ მუდმივად თამაშობდა, მაგრამ 2020 წელს სასტარტოში ადგილი დაკარგა და მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ ზაფხულში ემერსონი იტალიაში დაბრუნდება.

ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელის ფასი ამ დროისთვის 30-35 მილიონ ევროს შეადგენს და „იუვენტუსსაც“ „ჩელსისთვის“ ხსენებული თანხის გადახდა მოუწევს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …