ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს ჯორჯო კიელინის, ჯანლუიჯი ბუფონსა და ბლეზ მატუიდის მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ.
თუმცა, Corriere Torino-ს ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში ახლი ხელშეკრულებები მზადაა და ერთი წლით კონტრაქტებს გაახანგრძლივებენ.
შესაბამისად, ბუფონს, კიელინის და მატუიდის „იუვეში“ დამდეგ სეზონშიც ვიხილავთ. ასევე მზადაა პაულო დიბალას ახალი კონტრაქტიც, რომელსაც მხარეები სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გააფორმებენ.