„იუვენტუსისა“ და მაურო იკარდის შესაძლო ურთიერთობის შესახებ საუბარი არ წყდება. მეტიც, რაც უფრო და უფრო ახლოვდება სატრანსფერო ფანჯარა, უფრო მეტად იზრდება არგენტინელის ტურინში შესაძლოა გადასვლაზე საუბარი.
იკარდი ამჟამად იჯარით პსჟ-ში თამაშობს და „ინტერის“ საკუთრებაა. თუმცა, ფრანგები მზად არიან მისი ტრანსფერი 70 მილიონ ევროდ გამოისყიდონ და 85 მილიონ ევროდ გაყიდონ.
თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ პსჟ „იუვენტუსიდან“ მირალემ პიანიჩის შეძენის გარანტიას მიიღებს.
ფრანგებს ძალიან უნდათ ბოსნიელი ფეხბურთელის დამატება და მზად არიან იკარდი გარიგებაში ჩართონ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეა და ვარაუდია, რომელიც იტალიურმა მედიამ გააჟღერა. დანარჩენს უშუალოდ ზაფხული და პროცესები გამოაჩენს.