ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა და არამხოლოდ საფეხბურთო თემებზე ისაუბრა, არამედ მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.
„ახლა აუცილებელია სახლში დარჩენა. ყოველდღე ვისმენთ ინფორმაციას ახალი ინფიცირებულების შესახებ, მაგრამ ადამიანები სუპერმარკეტებში სიარულს აგრძელებენ. უფრო მეტი პასუხისგმებლობაა საჭირო, თუნდაც იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ამ სიტუაციას ებრძვის. მე ვრჩები სახლში და ეს ყველამ უნდა გავაკეთოთ. გარეთ მხოლოდ საკვების საყიდლად გავდივარ.
საუკეთესო ნახევარმცველები? ინიესტა, სანამ ევროპაში თამაშობდა, ახლა კი დე ბრუინი, პიანიჩი და მოდრიჩი. ძალიან საინტერესო ბიჭია ტონალი, კარგი სეზონი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ „ბრეშა“ გასავარდნ ზონაშია. მაგრამ სწორედ ასეთი სიტუაციაში ჩანს მოთამაშის ნიჭი და შესაძლებლობა.
ჩემპიონთა ლიგა? ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი წელია, მაგრამ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება. ბოლო წლებში „იუვე“ ყოველთვის ამტკიცებს, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ეს არ ნიშნავს აუცილებელ გამარჯვებას. ვნახოთ გუნდი როგორ ფორმაში იქნება ამ პაუზის შემდეგ, მაგრამ „ლიონთან“ თამაში ადვილი არ იქნება, ჩვენ გულშემატკივრები გუნდთან ახლოს უნდა დავრჩეთ და მხარი დავუჭიროთ“, – თქვა მარკიზიომ.