ტურინის „იუვენტუსში“ კორონავირუსის ტესტები ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ ჩაუტარდათ და სამი შემთხვევის გარდა, უარყოფითი პასუხები დაფიქსირდა.
ამრიგად, დაინფიცირებულთა შორის ისევ დანიელე რუგანი, ბლეზ მატუიდი და პაულო დიბალა არიან. ყველა მათგანი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს იზოლირებულნი არიან.
აქვე გეტყვით, რომ გონსალო იგუაინმა, დუგლას კოშტამ, სამი ხედირამ მირალემ პიანიჩმა და როდრიგო ბენტანკურმა ტურინი დატოვეს.