პაულო დიბალამ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, კორონავირუსი არ აქვს. არგენტინელი იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
„მადლობას ვუხდი ყველა ექიმს, ვინც რისკზე მიდის, ჩვენც შეგვიძლია მათი დახმარება და დავრჩეთ სახლში. გარეთ არ გვადივართ. გვენატრება ვარჯიში და თამაში, მაგრამ მთავრობისა და პროფესიონალების გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, რადგან მათ იციან რა უნდა გავაკეთოთ.
მინდა მივუსამძიმრო ყველას, ვინც ნათესავები და მეგობრები დაკარგა. მუსაობენ ვაქცინისთვის, რომ შემთხვევები აღარ გამოვლინდეს, იმედია სწრაფად იპოვნიან. ჩვენ კი სახლში ვიმყოფებით და ველოდებით, როდის მოგვცემს სიტუაცია თამაშის შესაძლებლობას.
ამ დღეებში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, მე არ ვარ ინფიცირებული. ეს უკვე ვთქვი ტვიტერის მეშვეობით და ახლაც ვიმეორებ. მომდევნო დღეებში ტესტს გავიკეთებ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება, გავაგრძელებ კარანტინში ყოფნას.
დღეს ყველა გულშემატკივარი ერთ გუნდს უჭერს მხარს და ერთად იბრძვის. აქ არაა შემადგენლობა, პოლიტიკური მხარეები და განსხვავებული მედია. საჭიროა, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ“, – განაცხადა დიბალამ.