მთავარი / სიახლეები (გვერდი 440)

სიახლეები

ოფიციალურად: “იუვე” – “მილანი” გადაიდო

ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა, რომელიც დღეს იტალიის თასის ნახევარფინალში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის მიზეზი კორონავირუსია, რის გამო იტალიაში უკვე ორი კვირაა მატჩები შეფერხებით ტარდება, განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიაში. ჯერჯერობით უცნობია როდის შედგება „იუვე“ – „მილანის“ მატჩი.

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. „კიელინის გუშინ მცირე ტრავმა ჰქონდა, ბუფონს ზურგის ტკივილი აქვს, მაგრამ დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. რონალდუ? როდესაც დაბრუნდება გვეცოდინება ითამაშებს თუ არა, ეს დამოკიდებულია პირად პრობლემაზე. ხედირა პროგრესირებს, თუ მოედანზე გავა, მხოლოდ მცირე ხნით. დუგლას კოშტათ …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი: “კიელინი ძალიან დამეხმარა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ჰოლანდიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ტურინში ადაპტაციაზე ისაუბრა. დე ლიხტის განცხადებით, ახლა პრობლემები აღარ აქვს. „მე და რემზი თავიდან იტალიურად ვერ ვლაპარაკობდით, ორივე ინგლისურად ვსაუბრობდით და ამიტომ ერთად დიდი დრო გავატარეთ. კიელინი, რომელიც ასევე საუბრობს ინგლისურად, ძალიან დამეხმარა. პირველი კვირა, როდესაც „იუვენტუსში“ გადავედი, ჩინეთში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში 85 მილიონის კაპიტალური მოგება მიიღო

ტურინის „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში 85 მილიონი ევროს კაპიტალური მოგება მიიღო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ძირითადად, ეს თანხა სატრანსფერო ბაზარზე სამი ფეხბურთელის, ჟოაო კანსელუს, მოიზე კინისა და ემრე ჯანის გაყიდვით შემოვიდა. კანსელუს სანაცვლოდ „იუვემ“ 30.4 მილიონი ევროს სუფთა მოგება მიიღო, კინიდან 27.076 მილიონი, ხოლო ემრე ჯანიდან 14.694 მილიონი. სამაგიეროდ, მარიო მანჯუკიჩის …

სრულად წაკითხვა »

არიგო საკი: “ვიცოდი, რომ სარის “იუვენტუსში” პრობლემა ექნებოდა”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ მაურიციო სარის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, არ უკვირს, რომ „იუვენტუსში“ პრობლემები შეექმნა და ამის მიზეზიც დაასახელა. „სარი „იუვენტუსში“ ბეწვის ხიდზეა? მე ვიცი, რომ „ბიანკონერისთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს. დარწმუნებული ვიყავი, რომ სირთულეები შეექმნებოდა, რადგან არ ჰყავს შესაფერისი მოთამაშეები მისი სათამაშო სტილისთვის. მატჩების გადადება კორონავირუსის გამო? უპრეცედენტო …

სრულად წაკითხვა »

გარსია: “რონალდუს “რეალში” დაბრუნება გამორიცხულია, კონტრაქტის ბოლომდე “იუვეში” დარჩება”

პორტუგალიელმა ჟურნალისტმა კლაუდია გარსიამ კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ დაბრუნება გამორიცხა. მას შემდეგ, რაც რონალდუ „ელ კლასიკოს“ დაესწრო, ასევე ჟურნალისტმა ედუ აგირემ თქვა, რომ პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნება უნდა. გარსია ამ სცენარს გამორიცხავს და ამბობს, რომ რონალდუ კონტრაქტის ბოლომდე იტალიაში დარჩება. „კრიშტიანუს ძალიან უყვარს მადრიდი, მას ასევე ჰყავს ესპანელი საცოლე, შესაბამისად, „რეალთან“ კავშირი …

სრულად წაკითხვა »

აკარდი: “იუვეს” ერთადერთი პრობლემა კრიშტიანუ რონალდუა”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო აგენტმა ბეპე აკარდიმ ისაუბრა და ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ის ფიქრობს, რომ „იუვეს“ ერთადერთი პრობლემა კრიშტიანუ რონალდუა. „იუვენტუსს“ ერთი პრობლემა აქვს – კრიშტიანუ რონალდუ. „იუვე“ მისთვის თამაშობს და არა პირიქით. მაგალითად, გადახედეთ რამდენი ჯარიმა აქვს „იუვეს“ გატანილი? ყველას რონალდუ ასრულებს, მაგრამ უშედეგოდ. იმის …

სრულად წაკითხვა »

უეფა “იუვე” – “ლიონის” უმაყურებლოდ ჩატარებას არ გამორიცხავს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ – „ლიონის“ შეხვედრა სად ან როგორ გაიმართება ჯერ უცნობია. L’Equipe-ს ინფორმაციით, უეფა არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა ტურინში უმაყურებლოდ გაიმართოს. ალექსანდრ ჩეფერენის (უეფას პრეზიდენტი) განცხადებით, კორონავირუსის შესახებ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ. აქვე გეტყვით, რომ გუშინ ჟან-მიშელ ოლა გამოვიდა ინიციატივით, რომ თამაში ნეიტრალურ …

სრულად წაკითხვა »

ვან გაალი: “დე იონგი “იუვეს” სჭირდება, დე ლიხტი “ბარსელონას”

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი „ბარსელონაში“, ფრენკი დე იონგი კი „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო. „აიაქსის“ ყოფილი მწვრთნელი მიიჩნევს, ამ კომბინაციით, ყველა მოიგებდა. „ჩემი აზრით, კლუბი, რომელსაც დე ლიხტი უნდა ეყიდა, პირველ რიგში „ბარსელონა“ იყო. ვხედავთ, რომ ბუსკეტსი აქაა, ამიტომაც, უმჯობესი იქნებოდა, დე იონგი „იუვენტუსში“ გადასულიყო. …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “მილანზე” მაყურებლებს სავარაუდოდ დაუშვებენ

„იუვენტუსი“ – „მილანის“ მატჩთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ხშირად ვრცელდება. თავდაპირველად გაჟღერებული ცნობით, თამაშზე დასწრება ქომაგებისთვის შესაძლებელი იქნებოდა. შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართებოდა, ხოლო ბოლო ცნობებით, მაყურებელს თამაშზე დაუშვებენ. თუ ოთხშაბათამდე იტალიის მთავრობა სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ალიანც სთედიუმზე“ მაყურებლებს დასწრება შეეძლებათ.

სრულად წაკითხვა »