ტურინის „იუვენტუსმა“ 2019-2020 წლების სეზონში 85 მილიონი ევროს კაპიტალური მოგება მიიღო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ძირითადად, ეს თანხა სატრანსფერო ბაზარზე სამი ფეხბურთელის, ჟოაო კანსელუს, მოიზე კინისა და ემრე ჯანის გაყიდვით შემოვიდა.
კანსელუს სანაცვლოდ „იუვემ“ 30.4 მილიონი ევროს სუფთა მოგება მიიღო, კინიდან 27.076 მილიონი, ხოლო ემრე ჯანიდან 14.694 მილიონი.
სამაგიეროდ, მარიო მანჯუკიჩის „ალ დუჰაილში“ გადასვლა კლუბის ფინანურ ანგარიშებზე 4.267 მილიონი ევროთი უარყოფითად აისახა. და ბოლოს, კიდევ ერთი კაპიტალური მოგება უზრუნველყოფილი „ბარსელონადან“ მათეუს პერეირას გამოსყიდვით იქნება, რომლის სანაცვლოდ ტურინელთა საბანკო ანგარიში 2020 წლის ივნისში 8 მილიონით შეივსება.