ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
„კიელინის გუშინ მცირე ტრავმა ჰქონდა, ბუფონს ზურგის ტკივილი აქვს, მაგრამ დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. რონალდუ? როდესაც დაბრუნდება გვეცოდინება ითამაშებს თუ არა, ეს დამოკიდებულია პირად პრობლემაზე.
ხედირა პროგრესირებს, თუ მოედანზე გავა, მხოლოდ მცირე ხნით. დუგლას კოშტათ უკეთაა, მაგრამ არამგონია, რომ 90 წუთი თამაში შეძლოს.
როგორ ვარჯიშობს გუნდი? ამას არ ვუპასუხებ, რადგან როგორც ჩანს, ცუდად გვაქვს დაცდილი. ლონში პირველი ტაიმი ძალიან დაბალი დონის იყო, მეორე ტაიმი შედარებით უკეთესი. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ და განვიხილეთ თამაშის შემდეგ. ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვატაროთ.
„მილანი“ მაღალი დონის გუნდია, კომპაქტური. ადვილი თამაში არ იქნება. „იუვეს“ კრიზისი? შეფასებები ხშირად გავლენას ახდენს შედეგზე. ჩემთვის გამთამაშებლით თამაში ყოველთვის ერთ-ერთი არჩევანია, ეს დამოკიდებულია ნახევარმცველების მდგომარეობაზეც“, – თქვა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 4 მარტს ტურინში გაიმართება. პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.