ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტმა ჰოლანდიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ტურინში ადაპტაციაზე ისაუბრა. დე ლიხტის განცხადებით, ახლა პრობლემები აღარ აქვს.
„მე და რემზი თავიდან იტალიურად ვერ ვლაპარაკობდით, ორივე ინგლისურად ვსაუბრობდით და ამიტომ ერთად დიდი დრო გავატარეთ. კიელინი, რომელიც ასევე საუბრობს ინგლისურად, ძალიან დამეხმარა.
პირველი კვირა, როდესაც „იუვენტუსში“ გადავედი, ჩინეთში წავედით, სამხრეთ კორეასა და სიგნაპურში. ყველა იტალიურად საუბრობდა, ვფიქრობდით, ეს ძალიან გრძელი კვირა იქნება.
იტალიურს ჩემს შეყვარებულთან ერთად ვსწავლობ. ახლა კარგად ვარ და მოედანზეც პრობლემები ნაკლებია. ბონუჩიმ და კიელინიმ ამ გუნდში 10 წელი ერთად ითამაშეს და ვიცოდი, რომ ძირითადი დუეტი უნდა ყოფილიყო, შემდეგ კიელინის ტრავმის გამო თავიდანვე მომიწია ძირითადში თამაში გამიჭირდა. ნოემბრიდან კი, ყველაფერი დალაგდა და უკეთ თამაში დავიწყე“, – თქვა დე ლიხტმა.