„იუვენტუსი“ – „მილანის“ მატჩთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ხშირად ვრცელდება. თავდაპირველად გაჟღერებული ცნობით, თამაშზე დასწრება ქომაგებისთვის შესაძლებელი იქნებოდა.
შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართებოდა, ხოლო ბოლო ცნობებით, მაყურებელს თამაშზე დაუშვებენ.
თუ ოთხშაბათამდე იტალიის მთავრობა სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, „ალიანც სთედიუმზე“ მაყურებლებს დასწრება შეეძლებათ.