ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტი „ბარსელონაში“, ფრენკი დე იონგი კი „იუვენტუსში“ უნდა გადასულიყო.
„აიაქსის“ ყოფილი მწვრთნელი მიიჩნევს, ამ კომბინაციით, ყველა მოიგებდა.
„ჩემი აზრით, კლუბი, რომელსაც დე ლიხტი უნდა ეყიდა, პირველ რიგში „ბარსელონა“ იყო. ვხედავთ, რომ ბუსკეტსი აქაა, ამიტომაც, უმჯობესი იქნებოდა, დე იონგი „იუვენტუსში“ გადასულიყო.
გარდა ამისა, ვფიქრობ, „ბარსელონას“ დე ლიხტისნაირი ფეხბურთელი უფრო სჭირდებოდა, ვიდრე დე იონგი“, – თქვა ვან გაალმა TV3-თან საუბარში.