ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „იუვენტუსი“ – „ლიონის“ შეხვედრა სად ან როგორ გაიმართება ჯერ უცნობია.
L’Equipe-ს ინფორმაციით, უეფა არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა ტურინში უმაყურებლოდ გაიმართოს. ალექსანდრ ჩეფერენის (უეფას პრეზიდენტი) განცხადებით, კორონავირუსის შესახებ მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებენ.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ ჟან-მიშელ ოლა გამოვიდა ინიციატივით, რომ თამაში ნეიტრალურ მოედანზე გაიმართოს. უეფა საბოლოო გადაწყვეტილებას მატჩის გამართვამდე 2-3 დღით ადრე მიიღებს.