იტალიაში კორონავირუსის გამო სერია A-ს კალენდარი თავდაყირა დადგა. გასულ ტურში ექვსი თამაში გადაიდო, მაგრამ მხოლოდ „იუვენტუსი“ – „ინტერის“ გადადებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც ჯუზეპე მაროტას განცხადებით დაიწყო.
ექვსივე თამაში ლეგამ 13 მაისისთვის გადაიტანა, მაგრამ ახლა იტალიური მედია იტყობინება, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა.
ხსენებული მატჩები უახლოეს შაბათ-კვირას შედგება, ხოლო „იუვე“ – „ინტერი“ ორშაბათს, 9 მარტს გაიმართება. გადაწყვეტილება ჯერ ოფიციალური არაა, მაგრამ სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება.
რაც შეეხება მომდევნო ტურს, რომელიც სწორედ უახლოეს შაბათ-კვირას უნდა გამართულიყო, 12-14 მაისს, შუა კვირაში ჩატარდება.