ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ მაურიციო სარის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, არ უკვირს, რომ „იუვენტუსში“ პრობლემები შეექმნა და ამის მიზეზიც დაასახელა.
„სარი „იუვენტუსში“ ბეწვის ხიდზეა? მე ვიცი, რომ „ბიანკონერისთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს. დარწმუნებული ვიყავი, რომ სირთულეები შეექმნებოდა, რადგან არ ჰყავს შესაფერისი მოთამაშეები მისი სათამაშო სტილისთვის.
მატჩების გადადება კორონავირუსის გამო? უპრეცედენტო ვითარებაა, მაგრამ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიპოვით“, – აღნიშნა საკიმ.