მთავარი / სიახლეები / გარსია: “რონალდუს “რეალში” დაბრუნება გამორიცხულია, კონტრაქტის ბოლომდე “იუვეში” დარჩება”

გარსია: “რონალდუს “რეალში” დაბრუნება გამორიცხულია, კონტრაქტის ბოლომდე “იუვეში” დარჩება”

პორტუგალიელმა ჟურნალისტმა კლაუდია გარსიამ კრიშტიანუ რონალდუს „რეალში“ დაბრუნება გამორიცხა. მას შემდეგ, რაც რონალდუ „ელ კლასიკოს“ დაესწრო, ასევე ჟურნალისტმა ედუ აგირემ თქვა, რომ პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნება უნდა.

გარსია ამ სცენარს გამორიცხავს და ამბობს, რომ რონალდუ კონტრაქტის ბოლომდე იტალიაში დარჩება.

„კრიშტიანუს ძალიან უყვარს მადრიდი, მას ასევე ჰყავს ესპანელი საცოლე, შესაბამისად, „რეალთან“ კავშირი ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენ გუნდთან. აგირემ თქვა, რომ მადრიდში დაბრუნება უნდა, მაგრამ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა. ის წავიდა უბრალოდ მეგობრების სანახავად. როდესაც „რეალი“ დატოვა, ფლორენტინო პერესს კარგად არ დაშორებია.

„რეალი“ რონალდუს კარიერაში დახურული გვერდია და მისი დაბრუნება შეუძლებელია. ის „იუვენტუსში“ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება“, – თქვა გარსიამ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუსა და „იუვენტუსს“ შორის კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდეა გაფორმებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …