მთავარი / სიახლეები (გვერდი 450)

სიახლეები

გაბრიელ ჟესუსი “იუვეს” სამიზნეში

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაბრიელ ჟესუსი დაიმატოს. ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ სიტის“ მოკვეთის შემდეგ მისი ფეხბურთელების შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდება. მაურიციო სარის ბრაზილიელი ფორვარდი ძალიან მოსწონს და გონსალო იგუაინის შემცვლელად მოიაზრებს. „პიპიტამ“ სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ ბოლო დროს მნიშვნელოვნად მოუკლო და დიდი შანსია, რომ ზაფხულში „იუვემ“ გაასხვისოს, პაულო დიბალასგან …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ფავორიტი “იუვენტუსია” და იმედია მასთან თამაში აღარ მოგვიწევს”

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა ფავორიტად ინგლისურ გუნდთან ერთად პსჟ და „იუვენტუსი“ დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ „იუვეს“ წინააღმდეგ თამაში აღარ მოუწევს. „თუ „ლივერპულს“ გავცდებით, მირჩევნია ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ აღარ შევხვდეთ. ჩემთვის ფავორიტები „იუვენტუსი“, „ლივერპული“ და „პარი სენ ჟერმენია“, მიუხედავად იმისა, რომ ორმა გუშინ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბერნარდესკი და ხედირა დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთიდან კარგი ამბებია, რადგან ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა გამოჯანმრთელდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. ფედერიკოს ბოლო სამი მატჩი გაუცდა და „სპალთან“ მატჩისთვის მზადაა. რაც შეეხება ხედირას, ის დეკემბრიდან უქმობდა და ალბათ უფრო მეტი დრო დასჭირდება თამაშის დასაწყებად. ჯორჯო კიელინის დაბრუნების შემდეგ ეს მაურიციო სარის გუნდიდან კიდევ …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “დორტმუნდმა” ემრე ჯანი გამოისყიდა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ემრე ჯანის სატრანსფერო უფლებები „იუვენტუსისგან“ სრულად გამოისყიდა. რამდენიმე დღის წინ გერმანელი სამშობლოში 6-თვიანი იჯარით დაბრუნდა, თუმცა მალევე მისი ტრანსფერი სრულად გამოისყიდეს. „იუვეს“ ვებგვერდის ცნობით, კლუბი ჯანის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც სამ წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება. როგორც კლუბის განცხადებაში ნათქვამი, ეს გარიგება წარმოშობს 12.4 მილიონი ევროს სუფთა …

სრულად წაკითხვა »

მოჯი: “მეჩვენება, რომ ვიღაცას “იუვეს” გასახდელის არევა სურს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ სკუდეტოს ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონი „იუვენტუსი“ გახდება. „მეჩვენება, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც სურს „იუვენტუსის“ გასახდელი შეარყიოს. ახლა გვარდიოლაზე ხმები გაისმა. სარი პირველ ადგილზეა, ყველა ტიტულისთვის იბრძვის, რა შეიძება მეტი მოვითხოვოთ? დიახ, მართალია, რომ თამაშის ხარისხი კარგი არაა. „იუვემ“ ითამაშა „ბრეშას“ წინააღმდეგ, …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “იუვეში” სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ ასაკი ხელს არ მიწყობს”

Corriere Della Sera-მ მაურიციო სარის შესაძლო შემცვლელებზე დაწერა და ერთ-ერთ ვარიანტად ფაბიო კაპელოს დაბრუნება განიხილა, რომელიც „იუვენტუსს“ 2004-2006 წლებში წვრთნიდა. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, „იუვეში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა, მაგრამ მწვრთნელობისთვის შესაბამისი ასაკი აღარ აქვს. „ამ ხმებთან არაფერი საერთო არ მაქვს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, „იუვენტუსის“ დარი დიდი გუნდის მწვრთნელთა ნუსხაში ჩემი დაკავშირება, …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო და “იუვე” ისევ ერთად

ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ცნობით, ეს ფორმალობაა და მხარეები სეზონის დასრულებამდე ხელშეკრებას ხელს ოფიციალურად მოაწერენ. ჯორჯოს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება და ის 1 წლით გახანგრძლივდება. შეგახსენებთ, რომ კიელინი „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2004 წლიდან იცავს და 2018 წლიდან გუნდის კაპიტანია.

სრულად წაკითხვა »

კლოპი: “სარიზე ზეწოლა არ მსურდა, ეს სიტყვები სერიოზულად არ უნდა მიეღოთ”

„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა რამდენიმე დღის წინ გაკვირვებით აღნიშნა, რომ გაოცებულია „იუვენტუსს“ სერია A-ში 10-ქულიანი უპირატესობა რომ არ აქვს. გერმანელის თქმით, საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და გასაკვირია, რომ სოლიდურ ჰანდიკაპს ვერ ფლობსო. ამ სიტყვების გამო კლოპს განმარტების გაკეთება მოუწია და კიდევ ერთხელ ისაუბრა მაურიციო სარის „იუვეზე“. „აბსოლუტურად არ მსურდა სარიზე ზეწოლა, …

სრულად წაკითხვა »

სტატისტიკა და ფაქტები “იუვენტუსი” – “ბრეშადან”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ბრეშა“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს და საინტერესო ფაქტებს, რომელიც ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირდა. 30 – სარის „იუვენტუსმა“ ზედიზედ 30-ე თამაშში გაიტანა გოლი და მხოლოდ სამ მწვრთნელს ჰქონიათ უკეთესი სერია. ლიუბისა ბროჩიჩს 1958 წელს 35 თამაშში მიჯრით გოლი, 2006 წელს ფაბიო კაპელოს (ზედიზედ 40 …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩის ტრავმის შესახებ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა. ბოსნიელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, მხოლოდ კუნთების გადაღლილობაა. პიანიჩი რამდენიმე დღე დაისვენებს და ამის შემდეგ ხელმეორე ტესტები ჩაუტარდება, რომელიც ცხადყოფს შეძლებს თუ არა, შაბათს „სპალთან“ შეხვედრაში თამაშს. შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩმა ტრავმა „ბრეშასთან“ მატჩში მიიღო, როდესაც მოედანზე …

სრულად წაკითხვა »