ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაბრიელ ჟესუსი დაიმატოს. ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ სიტის“ მოკვეთის შემდეგ მისი ფეხბურთელების შესახებ არაერთი ცნობა ვრცელდება.
მაურიციო სარის ბრაზილიელი ფორვარდი ძალიან მოსწონს და გონსალო იგუაინის შემცვლელად მოიაზრებს.
„პიპიტამ“ სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ ბოლო დროს მნიშვნელოვნად მოუკლო და დიდი შანსია, რომ ზაფხულში „იუვემ“ გაასხვისოს, პაულო დიბალასგან განსხვავებით, რომელსაც ახალ კონტრაქტს უფორმებს.
გაბრიელ ჟესუსის სატრანსფერო ფასი ამ დროისთვის 70 მილიონ ევროს შეადგენს.