მთავარი / სიახლეები / მორატა: “ფავორიტი “იუვენტუსია” და იმედია მასთან თამაში აღარ მოგვიწევს”

მორატა: “ფავორიტი “იუვენტუსია” და იმედია მასთან თამაში აღარ მოგვიწევს”

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელმა ფავორიტად ინგლისურ გუნდთან ერთად პსჟ და „იუვენტუსი“ დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ „იუვეს“ წინააღმდეგ თამაში აღარ მოუწევს.

„თუ „ლივერპულს“ გავცდებით, მირჩევნია ჩემპიონთა ლიგაზე „იუვეს“ აღარ შევხვდეთ. ჩემთვის ფავორიტები „იუვენტუსი“, „ლივერპული“ და „პარი სენ ჟერმენია“, მიუხედავად იმისა, რომ ორმა გუშინ წააგო. მიმაჩნია, რომ ნამდვილი ფავორიტები ეს სამი გუნდია“, – თქვა მორატამ.

შეგახსენებთ, რომ მორატას და „ატლეტიკოს“ „იუვენტუსთან“ თამაში ბოლო 12 თვეში ორჯერ მოუწია. შარშან მერვედფინალში იტალიურმა გრანდმა ორი მატჩის ჯამში 3:2 (0:2, 3:2) მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში იგივე ანგარიში დაფიქსირდა, მადრიდში 2:2 და ტურინში – 1:0.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …