მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვეს” ბერნარდესკი და ხედირა დაუბრუნდნენ

“იუვეს” ბერნარდესკი და ხედირა დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ლაზარეთიდან კარგი ამბებია, რადგან ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა გამოჯანმრთელდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ფედერიკოს ბოლო სამი მატჩი გაუცდა და „სპალთან“ მატჩისთვის მზადაა. რაც შეეხება ხედირას, ის დეკემბრიდან უქმობდა და ალბათ უფრო მეტი დრო დასჭირდება თამაშის დასაწყებად.

ჯორჯო კიელინის დაბრუნების შემდეგ ეს მაურიციო სარის გუნდიდან კიდევ ერთი კარგი ამბავია. ახლა რჩება დუგლას კოშტა, რომელიც სავარაუდოდ 10 დღე კიდევ იუქმებს.

რაც შეეხება მირალემ პიანიჩს, ალბათ „სპალთან“ დაისვენებს და ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ თამაშისთვის მოემზადება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …