მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: “დორტმუნდმა” ემრე ჯანი გამოისყიდა

ოფიციალურად: “დორტმუნდმა” ემრე ჯანი გამოისყიდა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ემრე ჯანის სატრანსფერო უფლებები „იუვენტუსისგან“ სრულად გამოისყიდა. რამდენიმე დღის წინ გერმანელი სამშობლოში 6-თვიანი იჯარით დაბრუნდა, თუმცა მალევე მისი ტრანსფერი სრულად გამოისყიდეს.

„იუვეს“ ვებგვერდის ცნობით, კლუბი ჯანის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც სამ წლის განმავლობაში ეტაპობრივად დაიფარება. როგორც კლუბის განცხადებაში ნათქვამი, ეს გარიგება წარმოშობს 12.4 მილიონი ევროს სუფთა მოგებას.

ემრე ჯანი „იუვეში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 45 მატჩში 4 გოლი გაიტანა, „დორტმუნდში“ კი, ამ დრომდე 2 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …