ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ სკუდეტოს ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩემპიონი „იუვენტუსი“ გახდება.
„მეჩვენება, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც სურს „იუვენტუსის“ გასახდელი შეარყიოს. ახლა გვარდიოლაზე ხმები გაისმა. სარი პირველ ადგილზეა, ყველა ტიტულისთვის იბრძვის, რა შეიძება მეტი მოვითხოვოთ? დიახ, მართალია, რომ თამაშის ხარისხი კარგი არაა.
„იუვემ“ ითამაშა „ბრეშას“ წინააღმდეგ, რომელსაც ძირითადი შემადგენლობის 5 წევრი აკლდა, მოედანზე მესამე მეკარე ჰყავდა, მაგრამ გამარჯვება მაინც რთულად მოიპოვა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ გუნდი გამარჯვებას მოთამაშეების ხარჯზე ახერხებს და „ლაციო“ – „ინტერის“ მატჩმა დაადასტურა, რომ სკუდეტოს „იუვე“ მოიგებს, რადგან მეტოქე „ლაციო“ არაა, „ინტერია“.
„ლაციო“ ამ მომენტში საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ შეიძლება ნებისმიერი თამაში წააგო. ეს არის შეუსაბამო გუნდი მიუხედავად იმისა, რომ 19 ტურია არ წაუგია. კარგი გუნდია, საუკეთესო ნახევარდაცვით, მაგრამ შორეულ პერიოდზე აქცენტის გაკეთება საჭიროა. იმმობილე რომ დაუშავდეს, ვინც შეცვლის? იგივე ეხება ლუკას ლეივას და სხვებს. სეზონი ჯერ კიდევ გრძელია და ბევრი თამაში დარჩა“, – თქვა მოჯიმ.