ტურინის „იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინის კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. იტალიური მედიის ცნობით, ეს ფორმალობაა და მხარეები სეზონის დასრულებამდე ხელშეკრებას ხელს ოფიციალურად მოაწერენ.
ჯორჯოს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება და ის 1 წლით გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, რომ კიელინი „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2004 წლიდან იცავს და 2018 წლიდან გუნდის კაპიტანია.