„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა რამდენიმე დღის წინ გაკვირვებით აღნიშნა, რომ გაოცებულია „იუვენტუსს“ სერია A-ში 10-ქულიანი უპირატესობა რომ არ აქვს.
გერმანელის თქმით, საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და გასაკვირია, რომ სოლიდურ ჰანდიკაპს ვერ ფლობსო. ამ სიტყვების გამო კლოპს განმარტების გაკეთება მოუწია და კიდევ ერთხელ ისაუბრა მაურიციო სარის „იუვეზე“.
„აბსოლუტურად არ მსურდა სარიზე ზეწოლა, არ ვთამაშობ გონებრივ თამაშებს. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ბედნიერი ვარ, როდესაც ამბობს, რომ მხიარული ადამიანი ვარ. თუმცა, ხალხი მეკითხება, რომ საუბრის წინ ხშირად არ ვფიქრობ… მე ისეთ რამეს ვამბობ, რაც სერიოზულად არ უნდა იქნას მიღებული.
მხოლოდ ის მაინტერესებდა, რატომ არ ჰქონდა „იუვენტუსს“ 10-ქულიანი უპირატესობა სერია A-ში. ვუყურე „ლაციო“ – „ინტერის“ თამაშს და ესაა მიზეზი, „ინტერი“ დაბრუნდა, „ლაციო“ ცხოვრების სეზონს ატარებს და აშკარაა, რომ რთულია“, – თქვა კლოპმა.