ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ბრეშა“ 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს და საინტერესო ფაქტებს, რომელიც ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირდა.
30 – სარის „იუვენტუსმა“ ზედიზედ 30-ე თამაშში გაიტანა გოლი და მხოლოდ სამ მწვრთნელს ჰქონიათ უკეთესი სერია. ლიუბისა ბროჩიჩს 1958 წელს 35 თამაშში მიჯრით გოლი, 2006 წელს ფაბიო კაპელოს (ზედიზედ 40 თამაში) და მასიმილიანო ალეგრის 2017 წელს (ზედიზედ 34 თამაში).
2 – მაურიციო სარი „იუვენტუსის“ ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც საწყისი 17 საშინაო მატჩიდან 16 მოიგო. მანამდე ეს 1960 წელს კარლო პაროლას ჰქონდა გაკეთებული.
10 – პაულო დიბალამ სერია A-ში მეათე ჯარიმა გაიტანა, აქედან შვიდი „ალიანც სთედიუმზე“. „ლა ჯოიამ“ „იუვეს“ მაისურით იტალიის ჩემპიონატში 150-ე მატჩი ჩაატარა.
9 – ხუან კუადრადო ექვსი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომელსაც სერია A-ს ბოლო ცხრა სეზონში გოლი გააქვს (ნაინგოლანთან, პიანიჩთან, კვალიარელასთან, ილიჩიჩთან და ბონავენტურასთან ერთად).
18 – „იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში სტანდარტულებიდან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (18).
1 – 2020 წელს „იუვენტუსზე“ ნაკლები გოლი საშინაო მატჩებში არავის გაუშვია (ერთი). იგივე შედეგი აქვს „პარმას“.