ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს სერიოზული ტრავმა არ აღმოაჩნდა. ბოსნიელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და როგორც ტურინელთა ვებგვერდი იტყობინება, მხოლოდ კუნთების გადაღლილობაა.
პიანიჩი რამდენიმე დღე დაისვენებს და ამის შემდეგ ხელმეორე ტესტები ჩაუტარდება, რომელიც ცხადყოფს შეძლებს თუ არა, შაბათს „სპალთან“ შეხვედრაში თამაშს.
შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩმა ტრავმა „ბრეშასთან“ მატჩში მიიღო, როდესაც მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა.