ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ განაცხადა, რომ დანიელე რუგანი და ბლეზ მატუიდი უკეთ არიან. კოლუმბიელის განცხადებით, გაცემული რეკომენდაციების მიხედვით უნდა იმოქმედონ.
„მშვიდად ვართ, რადგან ჩვენი თანაგუნდელები (რუგანი და მატუიდი) კარგად არიან. მივყვები მთავრობის რეკომენდაციებს. სიტუაცია ადვილი არაა, მაგრამ ღმერთთან ახლოს უნდა ვიყოთ და ხელისუფლების მითითებები გავითვალისწინოთ.
კოლუმბიაში ხალხს არ სჯერა ამ ვირუსის, მაგრამ უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ. დავიბანოთ ხშირად ხელები და სხვებისგან ერთი მეტრის დისტანცია დავიცვათ“, – თქვა კუადრადომ.