მთავარი / სიახლეები (გვერდი 427)

სიახლეები

ოფიციალურად: “იუვენტუსში” ფეხბურთელებმა ხელფასები დაიკლეს

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა ხელფასები შეიმცირეს. ინფორმაცია „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. „გლობალური საგანგებო მდგომარეობისა და შეჩერებული სპორტული აქტივობების გამო ფეხბურთელებთან შეთანხმებას მივაღწიეთ ოთხი თვით ხელფასების შემცირებაზე. მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში მოთამაშეები შემცირებულ ხელფასებს მიიღებენ, ხოლო სეზონის მანამდე განახლების შემთხვევაში ძველი რეჟიმით გადავიხდით“, – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი …

სრულად წაკითხვა »

დილემა იგუაინის შესახებ

ტურინის „იუვენტუსი“ და გონსალო იგუაინი გზაგასაყარზე არიან. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ გადაუწყვიტავს არგენტინელი ფორვარდის ბედი. „პიპიტას“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს. ამ ეტაპზე ორი მკაფიო ვარიანტი განიხილება: კონტრაქტის გახანგრძლივება ან ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია. მიმდინარე სეზონში იგუაინმა ყველა ტურნირის …

სრულად წაკითხვა »

“არა, მადლობა” – ანიელის სკუდეტოს სეზონის დაუსრულებლად მიღება არ უნდა

იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი შესაძლოა არ განახლდეს და ამ დროისთვის დაფიქსირებული შედეგები ძალაში დარჩეს. შესაბამისად, „იუვენტუსი“ ჩემპიონად გამოცხადდება, მაგრამ ეს იდეა ბევრ გულშემატკივარს არ მოსწონს. „იუვეს“ ტიფოზებს არ სურთ, რომ სკუდეტო მოედნის მიღმა გადაეცეთ, როგორც ეს „ინტერმა“ გააკეთა 2006 წელს და დღემდე ამაყობს ამ ნაბიჯით. ტვიტერში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა: …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ფეხბურთელები ხელფასებს დაიკლებენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ჯორჯო კიელინისთან საუბრის შემდეგ მოთამაშეებს საწინააღმდეგო აზრი დაუფიქსირებიათ. მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 4 მილიონ ევროს დაიკლებს. საუბარია თვენახევრის ხელფასებზე. შეგახსენებთ, რომ შეჩერებული სეზონის გამო საფეხბურთო კლუბები ფეხბურთელებს ხელფასს უმცირებენ, რომ ფინანსური კრიზისი თავიდან აირიდონ.

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “ვარჯიშის დროს ჰაერი არ მყოფნიდა”

პაულო დიბალა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, JTV-ს ჩართვით ესაუბრა და განაცხადა, რომ ახლა ბევრად უკეთაა, ვიდრე წინა დღეებში. „კარგად ვარ, ბევრად უკეთესად, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ძლიერი სიმპტომი მქონდა რამდენიმე დღის წინ. ახლა სიმპტომების გარეშე ვარ, შემიძლია უკეთ მოძრაობა და ვარჯიშის დაწყებას ვცდილობ. როდესაც ამ დღეებში ვცდილობდი ვარჯიშს ჰაერი არ მყოფნიდა, …

სრულად წაკითხვა »

ჟულიო სეზარი: “ბუფონი საუკეთესო მეკარეა, რომელსაც შევხედრილვარ”

მილანის „ინტერისა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჟულიო სეზარმა საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, იტალიელი საუკეთესოა, ვისაც ოდესმე შეხვედრია. „კარიერაში უამრავი მღალი დონის მეკარის წინააღმდეგ მითამაშია. ბუფონი, კასილიასი, პეტერ ჩეხი, ჩემი მეგობარი დიდა, ვან დერ სარი, მაგრამ თუ ერთი უნდა ავირჩიო, ვირჩევ ბუფონს. მის წინააღმდეგ იტალიაში ხშირად …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” პოგბას დასაბრუნებლად პიანიჩის გაყიდვა მოუწევს

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს „მანჩესტერის“ დატოვება უნდა, ეს არაა ადვილად გასაჩარხი გარიგება. პოგბა საკმაოდ ძვირად ფასობს და „მანჩესტერი“ იაფად არ შეელევა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვეს“ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის გაყიდვა მოუწევს, რომ შესაბამისი თანხა მიიღოს. საუბარია მირალემ პიანიჩზე, რომელსაც „პარი სენ …

სრულად წაკითხვა »

დიბალა: “იუვედან” როცა დამირეკეს, დედაჩემს ჩავეხუტე და სხვა გუნდები აღარ მაინტერესებდა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ბებერ სინიორაში“ გადასვლის დღეები გაიხსენა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, სხვა გუნდის წინადადებების მიღება არც კი სურდა და მაშინვე თანხმობა განაცხადა. „ისე მახსოვს, თითქოს ეს გუშინ მოხდა. პალერმოში ვიყავი და ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომელ გუნდებს მოვწონდი. უამრავი ზარი მივიღე, მაგრამ თანხმობამდე ველოდებოდი, რადგან …

სრულად წაკითხვა »

როდესაც “იუვე” მასკერანოსთან და ჩაბი ალონსოსთან ერთ ნაბიჯში იყო…

ბოლო წლებში სანამ ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის გზები გაიყრებოდა, „იუვენტუსს“ სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული შეცდომები თითქმის არ დაუშვია, მაგრამ მანამდე იყო სინანულის მიზეზები. მაგალითად კალჩოპოლის შემდეგ, როდესაც „იუვე“ სერია A-ში დაბრუნდა და ტრანსფერებზე ჟან-კლოდ ბლანი და ალესიო სეკო მუშაობდნენ. ტურინული გრანდი ძალიან ახლოს იყო ხავიერ მასკერანოსა და ჩაბი ალონსოს ტრანსფერებთან, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” მზადაა რომერო გაყიდოს

ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ზაფხულში არგენტინელი მცველი კრისტიან რომერო სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაყიდოს. საქმე ისაა, რომ შექმნილ ვითარებაში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელია და რომერო ფულის შოვნის კარგი ვარიანტია. არგენტინელი ტურინელებმა შარშან „ჯენოადან“ 26 მილიონ ევროდ იყიდეს, მაგრამ იჯარით იქვე დატოვეს. დაცვის ცენტრში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით კი, ადვილი მოსალოდნელია, რომ რომეროს …

სრულად წაკითხვა »