ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ბებერ სინიორაში“ გადასვლის დღეები გაიხსენა და განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, სხვა გუნდის წინადადებების მიღება არც კი სურდა და მაშინვე თანხმობა განაცხადა.
„ისე მახსოვს, თითქოს ეს გუშინ მოხდა. პალერმოში ვიყავი და ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომელ გუნდებს მოვწონდი. უამრავი ზარი მივიღე, მაგრამ თანხმობამდე ველოდებოდი, რადგან ადრე თუ გვიან ვიცოდი, რომ ტურინიდანაც დარეკავდნენ.
ერთ დღესაც ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ერთ საათში „იუვეს“ სპორტული დირექტორი დაურეკავდა. ის ესაუბრა ფაბიოს (პარატიჩი) და მითხრა, რომ მათ ყველაფრის გაკეთება სურდათ ჩემს „იუვეში“ წასაყვანად. როდესაც სატელეფონო საუბარი დავასრულე, დედაჩემს ჩავეხუტე, ვუთხარი, რომ მხოლოდ „იუვენტუსში“ გადასვლა მინდოდა და სხვა ადგილი არ არსებობდა“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წელს „პალერმოდან“ 32 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) გადავიდა. მაშინ „იუვემ“ „ინტერთან“ კონკურენციაში გაიმარჯვა. არგენტინელმა დღემდე შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 216 თამაშში 91 გოლი გაიტანა.