ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას შესაძლო დაბრუნებაზე დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს „მანჩესტერის“ დატოვება უნდა, ეს არაა ადვილად გასაჩარხი გარიგება.
პოგბა საკმაოდ ძვირად ფასობს და „მანჩესტერი“ იაფად არ შეელევა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვეს“ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურის გაყიდვა მოუწევს, რომ შესაბამისი თანხა მიიღოს.
საუბარია მირალემ პიანიჩზე, რომელსაც „პარი სენ ჟერმენი“ ეპატიჟება და ბოლო დროს მისი თამაში ეფექტური არ ყოფილა. იტალიური მედია ვარაუდობს, რომ თუ ტურინელებს პოგბას დაბრუნება მართლაც სურთ, პიანიჩზე უარის თქმა მოუწევთ.