ტურინის „იუვენტუსი“ და გონსალო იგუაინი გზაგასაყარზე არიან. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობას ჯერ არ გადაუწყვიტავს არგენტინელი ფორვარდის ბედი.
„პიპიტას“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება და სეზონში 7.5 მილიონ ევროს იღებს. ამ ეტაპზე ორი მკაფიო ვარიანტი განიხილება: კონტრაქტის გახანგრძლივება ან ზაფხულში ფეხბურთელის გაყიდვა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.
მიმდინარე სეზონში იგუაინმა ყველა ტურნირის ჩათვლით 33 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.