იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი შესაძლოა არ განახლდეს და ამ დროისთვის დაფიქსირებული შედეგები ძალაში დარჩეს.
შესაბამისად, „იუვენტუსი“ ჩემპიონად გამოცხადდება, მაგრამ ეს იდეა ბევრ გულშემატკივარს არ მოსწონს. „იუვეს“ ტიფოზებს არ სურთ, რომ სკუდეტო მოედნის მიღმა გადაეცეთ, როგორც ეს „ინტერმა“ გააკეთა 2006 წელს და დღემდე ამაყობს ამ ნაბიჯით.
ტვიტერში ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაწერა: „მშვენიერი იქნებოდა. კიდევ მშვენიერი იქნებოდა, რომ ვთქვათ – „არა მადლობა!“.
„იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ეს კომენტარი მოიწონა და რაც მიანიშნებს, რომ ტიტულის მოედნის მიღმა გადაცემის წინააღმდეგია.