ტურინის „იუვენტუსი“ მზადაა ზაფხულში არგენტინელი მცველი კრისტიან რომერო სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გაყიდოს.
საქმე ისაა, რომ შექმნილ ვითარებაში ფინანსური პრობლემები მოსალოდნელია და რომერო ფულის შოვნის კარგი ვარიანტია. არგენტინელი ტურინელებმა შარშან „ჯენოადან“ 26 მილიონ ევროდ იყიდეს, მაგრამ იჯარით იქვე დატოვეს.
დაცვის ცენტრში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით კი, ადვილი მოსალოდნელია, რომ რომეროს „იუვე“ შეელიოს.
ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ ფეხბურთელით „ლევერკუზენი“ იყო დაინტერესებული, მაგრამ ახლა მისი მომავლისა და სატრანსფერო ფასის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.