პანდემიის გამო მსოფლიოში ფეხბურთი შეჩერდა და მათ შორის მათი ეკონომიკური შემოასავალიც, რამაც გუნდები რთულ ვითარებაში ჩააგდო.
ისინი გამოსავალს ხელფასების შემცირებაში ხედავენ და ფეხბურთელებს სთხოვენ ამ ნაბიჯზე დათანხმდნენ. იტალიური მედიის ცნობით, ჯორჯო კიელინი თანაგუნდელებს დაუკავშირდება აღნიშნული საკითხის განსახილველად, რომ გუნდს დაეხმარონ.
აღსანიშნავია, რომ უცხოეთში უკვე რამდენიმე გუნდის ფეხბურთელებმა თანხმობა განაცხადეს ხელფასის დაკლებაზე, ხოლო იტალიაში ასეთი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.