ტურინის „იუვენტუსი“ მარსელოს ტრანსფერს მიუბრუნდა. Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელის გასხვისების წინააღმდეგ მადრიდის „რეალი“ არაა და შესაძლოა გამოცდილი ფეხბურთელი „იუვეში“ ვიხილოთ.
მარსელოს მადრიდელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და გუნდის დატოვების კანდიდატია.
ტურინში კი მარცხენა მცველს ეძებენ, რადგან ალექს სანდრო უკონკურენტოდაა და შეიძლება ითქვას, ეს მის თამაშზე გავლენას ახდენს.
მარსელოს გარდა, უკვე კარგა ხანია „იუვენტუსს“ ემერსონ პალმიერისაც უკავშირებენ. რაც შეეხება „რეალის“ მცველს, ტურინში მისი გადასვლის შესახებ 2018 წლის ზაფხულშიც საუბრობდნენ.