პაულო დიბალა, რომელსაც კორონავირუსი აქვს, JTV-ს ჩართვით ესაუბრა და განაცხადა, რომ ახლა ბევრად უკეთაა, ვიდრე წინა დღეებში.
„კარგად ვარ, ბევრად უკეთესად, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ძლიერი სიმპტომი მქონდა რამდენიმე დღის წინ. ახლა სიმპტომების გარეშე ვარ, შემიძლია უკეთ მოძრაობა და ვარჯიშის დაწყებას ვცდილობ. როდესაც ამ დღეებში ვცდილობდი ვარჯიშს ჰაერი არ მყოფნიდა, 5 წუთში ძალიან დაღლილი ვიყავი, ძალიან მძიმედ, კუნთები მტკიოდა. საბედნიეროდ ახლა უკეთ ვარ, ჩემი შეყვარებულიც.
მაისურების კოლექციის ფოტო? ეს ყველა არაა, რადგან ახალ სახლში ყველა არ გადამიტანია. ეს არის ვნება, რომელიც ბავშვობიდან მაქვს და ვაგრძელებ მაისურების დაგროვებას. „იუვეს“ 120 წლისთავის ბუფონის მაისური მათ შორის განსაკუთრებულია, მისი ხელმოწერაც ახლავს. არ ვიცი მსოფლიოში რამდენ ადამიანს აქვს მისი მაისური ავტოგრაფით.
ბუფონის დებიუტი „იუვენტუსში“ 2001 წელს? 8 წლის ვიყავი და ლაგუნა ლარგაში ვცხოვრობდი, ჩემს სამშობლოში, ჯერ კიდევ სკოლაში დავდიოდი, მესამე კლასში ვიყავი და ფეხბურთის სათამაშოდ მეგობრებთან ერთად ქუჩაში ან მინდორში დავდიოდი“, – განაცხადა დიბალამ.