ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელებმა ხელფასები შეიმცირეს. ინფორმაცია „ბებერი სინიორას“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
„გლობალური საგანგებო მდგომარეობისა და შეჩერებული სპორტული აქტივობების გამო ფეხბურთელებთან შეთანხმებას მივაღწიეთ ოთხი თვით ხელფასების შემცირებაზე. მარტში, აპრილში, მაისში და ივნისში მოთამაშეები შემცირებულ ხელფასებს მიიღებენ, ხოლო სეზონის მანამდე განახლების შემთხვევაში ძველი რეჟიმით გადავიხდით“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი ფეხბურთელებს ესაუბრა და შეთანხმებაც ამის შემდეგ შედგა. საბოლოო ჯამში „იუვენტუსი“ 90 მილიონ ევროს დაზოგავს.