ანდრეა პირლომ და ფაბიო კანავარომ ინსტაგრამზე პირდაპირ ეთერში ისაუბრეს. კანავარომ პირლოს სამწვრთნელო კაირიერის დასაწყისზე ჰკითხა და „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდში მიდიხარო?
ანდრეამ ხუმრობით უპასუხა და თქვა, რომ „ბარსელონა“ ელოდება:
„იუვენტუსის“23-წლამდე გუნდი? არა. ბევრი წინადადება მაქვს. სერიოზულად, მეუკვე ჩამოვაყალიბე სტაფი, რადგან შესაძლოა უცხოეთიდან დამირეკონ. „ბარსელონა“ მელოდება… არ მინდა, რომ პირველ არჩევანში შევცდე, უკვე მქონდა რამდენიმე შემოთავაზება“, – თქვა პირლომ.
კანავაროს პასუხმაც არ დააყოვნა: „მეგონა „რეალი“ გერჩივნა… ან „ლივერპული“, კლოპს ბოლო დროს პრობლემები აქვს“, – იხუმრა ფაბიომ.