ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ჯორჯო კიელინისთან საუბრის შემდეგ მოთამაშეებს საწინააღმდეგო აზრი დაუფიქსირებიათ.
მათ შორისაა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც 4 მილიონ ევროს დაიკლებს. საუბარია თვენახევრის ხელფასებზე.
შეგახსენებთ, რომ შეჩერებული სეზონის გამო საფეხბურთო კლუბები ფეხბურთელებს ხელფასს უმცირებენ, რომ ფინანსური კრიზისი თავიდან აირიდონ.