მთავარი / სიახლეები (გვერდი 349)

სიახლეები

რონალდუმ კულუსევსკი შეაქო: “ერთად ბევრ გოლს გავიტანთ”

პორტუგალიის ნაკრებმა შვედეთი კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:0 დაამარცხა. ერთმანეთის წინააღმდეგ „იუვენტუსში“ თანაგუნდელებმა, რონალდუმ და დეიან კულუსევსკიმ ითამაშეს, რომელიც ტურინულ გრანდს ახლახან შეუერთდა. თამაშის შემდეგ კრიშტიანუმ 20 წლის თანაგუნდელი შვედურ ტელევიზიასთან შეაქო: „მასში დიდ პოტენციალს და ნიჭს ვხედავ. დარწმუნებული ვარ, დეიანი ყველაფერს გააკეთებს და „იუვეში“ დიდი საქმეების გაკეთებაში დაგვეხმარება. ნამდვილად ვისიამოვნე …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუს სუპერ ჯარიმა და სუპერ გოლები შვედეთთან [VIDEO]

კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოირჩინა და შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ დიდებული მატჩიც ჩაატარა. მისი დუბლით პორტუგალიამ სკანდინავიელები 2:0 დაამარცხა. “იუვეს” ფორვარდმა ორივე ულამაზესი გოლი გაიტანა. ჯერ საჯარიმო დარტყმით, მერე საჯარიმოს გარედან. აღსანიშნავია, რომ მას ეროვნულ ნაკრებში უკვე 101 გოლი აქვს გატანილი და სანაკრებო დონეზე რეკორდამდე რვა გოლი აშორებს (ირანელი ალი დაეი 109 …

სრულად წაკითხვა »

დიბალამ და “იუვემ” შეთანხმებას მიაღწიეს

პაულო დიბალამ და „იუვენტუსმა“ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, დიბალა სეზონში 7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც გარანტირებული ბონუსები დაემატება და მისი ხელფასი 10 მილიონ ევროს გაუტოლდება (შეიძლება უფრო მეტსაც, გააჩნია, როგორ ითამაშებს). დიბალა „იუვესთან“ ხელშეკრულებას 3 წლით გაახანგრძლივებს და ტურინში 2025 წლის ზაფხულამდე …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ანიელი: “კლუბებს ფინანსური კრიზისი ექნებათ, დანაკარგის 90% კლუბებზე მოდის”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, რომელიც ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტია (ECA) გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა და შეაფასა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემები. მისი განცხადებით, მომდევნო რო წელში შემოსავლები 4 მილიარდი ევროთი შემცირდება და დანაკარგი 90% მხოლოდ კლუბებს უკავშრდება. „ბოლო თვეებში პანდემიასთან ერთად ცხოვრების გამო, თუ გადავხედათ ყველაფერს, შეგვიძლია გავიგოთ, რა მასშტაბები …

სრულად წაკითხვა »

მაკკენი: “იუვეში” ყოფნა უბრალოდ ოცნების ახდენაა”

ტურინის „იუვენტუსმა“ ამერიკელი ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი წარადგინა და 14-ნომრიანი მაისური გადასცა. მაკკენიმ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია და მისთვის მოულონდელი იყო „იუვენტუსის“ ინტერესი. „ჩემს მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესი მოულოდნელი იყო, მაგრამ როდესაც ეს შესაძლებლობა მივიღე, ეჭვი არ შემიტანია გადაწყვეტილებაში. სიმართლე გითხრათ, ჩემი დარწმუნება საჭიროც არ ყოფილა, რადგან „იუვეში“ ყოფნა უბრალოდ ოცნებაა, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

იგუანის ძმა ტურინში ჩავიდა, მხარეების კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ

გონსალო იგუაინის ძმა, ნიკოლას იგუაინი, რომელიც მისი აგენტია ტურინში ჩავიდა. მიზანი კონტრაქტის გაწყვეტა და „პიპიტას“ სხვა კლუბში გადასვლაა. გადაწყვეტილია, რომ იგუაინი „იუვეს“ დატოვებს, თუმცა მას კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა და მისი გაწყვეტა უნდა მოხდეს. ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას არგენტინელი, რომელიც „იუვენტუსში“ 2016-2018 და 2019 წლიდან თამაშობს.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კიელინი 15 წელი ყველაზე ძლიერი მცველი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ნიდერლანდებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჯორჯო კიელინისა და ვირჯილ ვან დაიკის შესახებ კომენტარი გააკეთა. „ორივე საუკეთესოა, ვან დაიკიც და კიელინიც. ისინი მსოფლიოში ხუთ საუკეთესო მცველებს შორის არიან. ვან დაიკმა, როგორც „ლივერპულში“, ისე ეროვნულ ნაკრებში დაამტკიცა, რომ „ოქროს ბურთს“ იმსახურებს, მაგრამ ჯორჯო 15 წლის განმავლობაში ყველაზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” სუარესს სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება

ტურინის „იუვენტუსი“ ლუის სუარესს სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება. ინფორმაცია იტალიურმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ურუგვაელსა და კლუბს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, სამწლიანი კონტრაქტი, სეზონში 10 მილიონი ევროს ანაზღაურებით. სუარესი მალე იტალიის მოქალაქეობასაც აიღებს, ესპანური გამოცემები წერენ, რომ სუარესი ხვალ იტალიური ენის გამოცდასაც ჩააბარებს და იტალიის პასპორტისკენ გზა გაეხსნება. იტალიის მოქალაქეობა იმიტომ …

სრულად წაკითხვა »

კულუსევსკი შვედეთის ნაკრების მწვრთნელს გაუბრაზდა და იბრაჰიმოვიჩმა დაიცვა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი დეიან კულუსევსკი შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საფრანგეთთან მხოლოდ ბოლო 20 წუთი ათამაშა, რამაც ფეხბურთელი გაანაწყენა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ თვით ზლატან იბაჰიმოვიჩმა გააკეთა კომენტარი. „დრო არ მქონდა მატჩზე გავლენის მოსახდენად. შოკირებული ვიყავი, ვარჯიშებზე ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთი ასეთია. უცნაური გრზნობაა, მაგრამ მწვრთნელის არჩევანს პატივს …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ ვარჯიში განაახლა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა. პორტუგალიელმა გუშინ ხორვატიასთან მატჩი მარჯვენა ფეხის თითზე ინფექციის გამო გამოტოვა, თუმცა, პრობლემამ ჩაიარა. დიდი შანსია, რომ კრიშტიანუ 8 სექტემბერს, შვედეთთან მატჩში მოედანზე ვიხილოთ. ეს „იუვენტუსისთვის“ უდაოდ კარგი ამბავია, რადგან სეზონის სტარტი უკვე მოახლოებულია და 20 სექტემბერს, გენუის „სამპდორიასთან“ მატჩით სეზონს დაიწყებს.

სრულად წაკითხვა »