გონსალო იგუაინის ძმა, ნიკოლას იგუაინი, რომელიც მისი აგენტია ტურინში ჩავიდა. მიზანი კონტრაქტის გაწყვეტა და „პიპიტას“ სხვა კლუბში გადასვლაა.
გადაწყვეტილია, რომ იგუაინი „იუვეს“ დატოვებს, თუმცა მას კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი დარჩა და მისი გაწყვეტა უნდა მოხდეს.
ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას არგენტინელი, რომელიც „იუვენტუსში“ 2016-2018 და 2019 წლიდან თამაშობს.