ტურინის „იუვენტუსმა“ ამერიკელი ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი წარადგინა და 14-ნომრიანი მაისური გადასცა. მაკკენიმ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერია და მისთვის მოულონდელი იყო „იუვენტუსის“ ინტერესი.
„ჩემს მიმართ „იუვენტუსის“ ინტერესი მოულოდნელი იყო, მაგრამ როდესაც ეს შესაძლებლობა მივიღე, ეჭვი არ შემიტანია გადაწყვეტილებაში. სიმართლე გითხრათ, ჩემი დარწმუნება საჭიროც არ ყოფილა, რადგან „იუვეში“ ყოფნა უბრალოდ ოცნებაა, რომელიც ახდა. მე აქ ვარ, ჩემპიონთა შრის, რომელთა გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ისეთი მწვრთნელისგან როგორიც პირლოა, უნდა ვისწავლო. ადრე მათ მხოლოდ ვიდეოთამაშებში ვნახულობდი, პირველ რიგში მათი გულშემატკივარი ვიყავი.
მამაჩემი ჯარისკაცია და ბავშვობაში გერმანიაში ვცხოვრობდით, სადაც გავიცანი ჩემი პირველი მწვრთნელი. როდესაც 6 წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაში დავიწყე, შემდეგ აშშ-ში დავბრუნდით და უნდა ამერჩია, გამეგრძელებინა ფეხბურთი თუ ამერიკული ფეხბურთი: ჩემმა არჩევანმა აქ მომიყვანა.
ჩემი მთავარი პლუსი ბურთის მოპოვებაა. თავს ამ დროს მშვენივრად ვგრძნობ და სიამოვნებით ვთამაშობ საჯარიმოდან საჯარიმომდე. ასევე შემიძლია ბურთის ფლობა, თანაგუნდლებთან პასებით თამაში. ვესაუბრე პირლოს, ვისაც მოსწონს ჩემი სტილი. ველი, რომ ბევრ რამეს ვისწავლი კრიშტიანუ რონალდუსგან და „იუვენტუსის“ სხვა ჩემპიონებისგან. აქ პროფესიონალიზმის მაღალი დონეა.
ვამაყობ, რომ პირველი ამერიკელი მოთამაშე ვარ, ვინც „იუვენტუსშა“. საპატიოა ვიყო „იუვეს“ წარმომადგენელი და წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა. შეერთებულ შტატებში „იუვენტუსი“ ცნობილია, მაგრამ ვეცდები დავეხმარო ბრენდის პოპულარობის გავრცელებას“, – თქვა მაკკენიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ის „შალკედან“ იჯარით გადაიბირა და მისი გამოსყიდვა მომდევნო ზაფხულს 18 მილიონ ევროდ შეეძლება.