ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ, რომელიც ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტია (ECA) გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა და შეაფასა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემები.
მისი განცხადებით, მომდევნო რო წელში შემოსავლები 4 მილიარდი ევროთი შემცირდება და დანაკარგი 90% მხოლოდ კლუბებს უკავშრდება.
„ბოლო თვეებში პანდემიასთან ერთად ცხოვრების გამო, თუ გადავხედათ ყველაფერს, შეგვიძლია გავიგოთ, რა მასშტაბები ვნახეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემპიონატების განახლება და დასრულება, უეფას პრეზიდენტს, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს. ევროპის ჩემპიონატის გადადება ძალიან თამამი გადაწყვეტილება იყო და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩეფერინსა და უეფას.
ასევე მინდა ფიფას ღვაწლი გამოვყო კალენდრის დაგეგმვაში, მივულოცო მიუნხენის „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება, „სევილიას“ ევროპა ლიგის, „ლიონს“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის და „რეალს“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მოგება.
ჩვენ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული, ვიცით პასუხისმგებლობა, როგორც ორგანიზაციის. ყველაფერს ვაკეთებთ საფეხბურთო ოჯახისთვის, ეს ვაჩვენეთ წარსულში და გავაკეთებთ მომავალშიც. ფეხბურთი არის კონტაქტის, სიხარულის სპორტი და ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ ჩახუტებას. მოხარული ვარ, რომ გასული სეზონი დავასრულეთ. ახალი სეზონის დაწყება რთული იქნება, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ერთი წუთით დავფიქრდეთ გასულ წელზე, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე რთული იყო ჩვენი ორგანიზაციის ისტორიაში. ისევ დაძაბულ მომენტში ვართ, მაგრამ ასევე ვსწავლობთ და ვიზიარებთ განსხვავებულ მოსაზრებებს მომავლის შესახებ.
გასულ წელს მალტაში დაიწყო ხანგრძლივი კონსულტაციების პროცესი და ვერავინ წარმოიდგენდა თუ რისი განცდა მოგვიწევდა მომდევნო თვეებში. ამ პანდემიამ და კრიზისმა ეკონომიკურ დონეზე პრობლემები დაგვანახა. ამიტომ, მაკროეკონომიკურ საკითხებს ვაანალიზებთ. კლუბების დახმარება, რომელმაც დიდი დანაკარგები განიცადეს, ეს რთული გამოწვევა იქნება, ჩვენ უნდა შევცვალოთ მუშაობის მეთოდი. ყურადღებას გავამახვილებთ ინფრასტრუქტურაზე, მოთამაშეთა ხელფასებზე და ახალგაზრდულ სექტორებზე. თუ არსებობს ერთი რამ, რაც ყველა გუნდს აკავშირებს, ეს არის სტადიონები და პანდემიამ ეს მთლიანად გაანადგურა. ყველას გაგვიჭირდება, რადგან ბევრ კლუბს ეკონომიკური კრიზისი ექნება და ძაიან ფრთხილად უნდა ვიყოთ,თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამ სეზონში და შემდეგ. დიდი კლუბებიც დაზარალდებიან. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ კრიზისის მართვის შუაგულში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ეს ყველაფერი კლუბებისთვის ეკონომიკურად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კლუბებმა მალევე დაიწყონ დიალოგი, რომ ერთ ხმაზე ვისაუბროთ.
შეფასებები გვეუბნებიან, რომ მომდევო ორი წლის განმავლობაში 4 მილიარდი ევროთი შემცირდება შემოსავალი. ფიფას თანახმად, ამ დანაკარგის 90% კლუბებს უკავშირდება. ფეხბურთში დრამატული ეროზია მოხდება და შესაძლოა ფინანსური კრიზისი დაიწყოს კლუბების უმრავლესობისთვის. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ევროპულ საფეხბურთო კლუბებს განუცხადეს, რომ უეფა აანაზღაურებს 575 მილიონი ევროს ზარლას ევროტურნირების შეწყვეტის გამო. სატელევიზიო უფლებებისა და სპონსორებიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად 3.25 მილიონი ევრო იყო, როგორც 2020-2021 წლების სეზონშ ეს თანხა იგივე არ იქნება.
გულშემატკივარ სტადიონზე, ეს არა მხოლოდ ატმოსფეროა, რომელიც სპორტს უხდება, არამედ ის არის ყველასთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო, რომელიც ყველასთვის სრულად გაუქმდა“, – თქვა ანიელიმ.