მთავარი / სიახლეები (გვერდი 347)

სიახლეები

“იუვენტუსმა” ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია

მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესი დღეს პერუჯაში ჩავიდა და იტალიური ენის გამოცდა ჩააბარა, „იუვენტუსი“ მას არ დაიმატებს. იტალიური მედიის ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ „იუვეს“ ედინ ჯეკო შეუერთდება. ყველაფერი შეთანხმებულია და 34 წლის ბოსნიელი ტურინულ გრანდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯეკო სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს დ ის იქნება გონსალო იგუაინის შემცვლელი. …

სრულად წაკითხვა »

დე შილიოს “რომაში” ტრანსფერი იხურება

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, მატია დე შილიოს „რომაში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. იტალიელი მცველი რომაულ გუნდს პირად კონტრაქტზე შეუთანხდა და ის „რომაში“ იჯარის წესით გადავა. საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რადგან მისი აგენტი ტურინში იმყოფება. დე შილიო „იუვენტუსს“ 2017 წელს შეუერთდა და დღემდე 61 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სრულად წაკითხვა »

სუარესი ტრანსფერი ჩაიშალა

“იუვენტუსი” ლუის სუარესს ვერ დაიმატებს. Rac 1-ის ცნობით, მიზეზი იტალიის პასპორტის აღების პროცედურების გაჭიანურებაა. ამ საკითხის 5 ოქტომბრამდე გადაჭრა ვერ ხერხდება. ამიტომაც, ურუგვაელი ფეხბურთელი იტალიაში არ გადავა. “იუვენტუსმა” კი აქცენტი ედინ ჯეკოს ტრანსფერზე გააკეთა და “რომასთან” შეთანხმების მიღწევამდე მცირე დეტალებია დარჩენილი. შეგახსენებთ, რომ სუარესს არაევროკავშირელის პასპორტი აქვს და “იუვემაც” მისი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა

ტურინის „იუვენტუსს“ სამი ხედირასთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა. კლუბში უკვე გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ გერმანელი ფეხბურთელის სურვილია, რომ გუნდში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩეს. საქმე ისაა, რომ ხედირა ხშირად ტრავმიანობს და ანდრეა პირლოს გეგმებშიც არ შედის. მისი ხელფასი 6.5 მილიონი ევროა, რისი გადახდის სურვილი „იუვეს“ აღარ აქვს და ამიტომაც, კონტრაქტის გაწყვეტაზე ფეხბურთელის სურვილის …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტი ტურინში კონტრაქტის განახლებისთვის ჩამოვიდა

პაულო დიბალას აგენტი ჯორხე ანტუნი ტურინში ჩავიდა. ამის მიზეზი „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და ახალ კონტრაქტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევაა. იტალიური მედიის ცნობით, ანტუნი და ტურინელთა ბოსები უახლოეს ხანში ისაუბრებენ. მხარეების სურვილია, რომ დიბალამ კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივოს, არგენტინელი ცხადია, გაუმჯობესებულ ხელფასსაც ითხოვს. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე …

სრულად წაკითხვა »

ჯეკოს ტრანსფერი ახლა უფრო რეალურია, ვიდრე სუარესის

ტურინის „იუვენტუსი“ ედინ ჯეკოს მიუახლოვდა. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ახლა ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერი უფრო რეალურია, ვიდრე ლუის სუარესის. კონტრაქტი 34 წლის თავდამსხმელთან დიდი ხანია შეთანხმებულია – 7.5 მილიონი ევრო სეზონში და 2-წლიანი ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის ტრანსფერზე ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიქმნა, „იუვემ“ არჩევანი ჯეკოზე გააკეთა და „რომასთან“ აქტიური …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლომ სამწვრთნელო პრო ლიცენზია აიღო

ანდრეა პირლომ უეფას პრო ლიცენზია აიღო და უკვე ოფიციალურად სერია A-ში მთავარ მწვრთნელად მუშაობა შეუძლია. ანდრეამ კოვერჩანოში ჩააბარა გამოცდები. მან სწავლება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო და კურსი წარმატებით დახურა. შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელმად 2022 წლამდე დაინიშნა. მისი დებიუტო 20 აგვისტოს გენუის „სამპდორიასთან“ შედგება.

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “რთული სეზონი იქნება, მაგრამ გამარჯვებისთვის მზად ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი Sky Sport-ს ესაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან რთული სეზონი იქნება. ვეტერანმა იტალიელმა იმედი გამოთქვა, რომ ტრავმებს აღარ მიიღებს და გუნდის დახმარებას შეძლებს. „გასული სეზონი პირადად ჩეთვის რთული წელი იყო, მეგონა, რომ მძიმე ტრავმებს თავი დავაღწიე. ახალ სეზონში რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვისურვებდი, რომ გუნდს მეოდანზე …

სრულად წაკითხვა »

კლაუდიო მარკიზიომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად გამოუცდელობისა, მას შეუძლია „იუვენტუსში“ წარმატებით მუშაობა. გარდა ამისა, კლაუდიომ ლუის სუარესისა და ედინ ჯეკოს შესახებ გააკეთა კომენტარი: „ეს მისი პირველი გამოცდილება იქნება მწვრთნელად, მაგრამ მას შესანიშნავი სტაფი ჰყავს და შეუძლია თამაშიდან თამაშამდე ზრდა. შემდეგ მას აქვს …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “თავდამსხმელი რაც შეიძლება მალე მჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ნოვარასთან“ ამხანაგური მატჩის (5:0) მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თამაში შეაფასა და გეგმებზეც ისაუბრა. „კმაყოფილი ვარ, ეს პირველი თამაში იყო ყველა ფეხბურთელთან ერთად. ბიჭებმა ბევრი იშრომეს, კარგი ვარჯიში გამოვიდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სამი მცველი? ვცდილობთ სხვადასხვა ვარიანტებს, თუნდაც იმ მოთამაშეების დასაკვირვებლად, რომლებიც …

სრულად წაკითხვა »